Tuesday, April 15, 2014

პირველკლასელთა რეგისტრაცია მომავალი კვირიდან დაიწყება-საჭირო საბუთები

        პირველკლასელთა რეგისტრაცია სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება. 
       ამათან, როგორც Aris.ge-განათლებას განათლების სამინისტროში განუცხადეს, იმ პირველკლასელთა რეგისტრაცია, რომელთა ოჯახის წევრებიც უკვე სწავლობენ სასურველ სკოლაში, შესაძლოა უკვე ამ კვირის ბოლოს დაიწყოს.

         პირველკლასელთა რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მშობლებმა განაცხადი ვებ-გვერდზე www.registration.emis.ge უნდა შეავსონ.

ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი სასურველ სკოლაში საჭირო საბუთები უნდა წარადგინონ:

1. ბავშვის დაბადების მოწმობა (ორიგინალი)
2. დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
3. ჯანმრთელობის ცნობა
4. 2 ფოტოსურათი 3X4-ზე
5. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები
6. სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი (ასეთის არსებობის      შემთხვევაში)
7. დევნილობის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პოექტ - გაკვეთილი

           პროექტი, რომლითაც XI კლასის მოსწავლეთა აქტივმა პატივი მიაგო ილია ჭავჭავაძის ხსოვნას, აპრილის პირველ კვირას ჩატარდა. მოსწავლეემბა დაათვალიერეს სახლმუზეუმი საგურამოში, ჩაატარეს ლიტერატურული ღონისძიება სათაურით: ,,სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარია", შემდეგ კი დაალაგეს მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია და დარგეს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გადაცემული ხუთი ნერგი.



ხარისხის მართვის კოორდინატორმა ქალბატონმა ნარგიზ ქილიფთარმა, პედაგოგებს გააცნო ,,მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტი" და ,,სქემასი ჩართვის მოდელი".



Wednesday, April 9, 2014

სსიპ ქალაქ თბილისის #94 საჯარო სკოლაში ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის სასკოლო ეტაპზე გამარჯვებული ესე ,,არა ნარკოტიკს", ავტორი - სალომე კალანდაძე

                     არა ნარკოტიკს
ნარკოტიკი ( ბერძნული სიტყვაა narkotikos და  გამაბრუებელს, დამაძინებელს ნიშნავს) ნივთიერებაა, რომელსაც მედიცინაში იყენებენ ტკივილგამაყუჩებლად, ნარკოტიკებს უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებას, რომლებიც სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ხშირ შემთხვევაში ნარკოტიკებს იყენებენ იმ სასიამოვნო შეგრძნების გამო, რომელიც გამოყენებისთანავე თავს იჩენს, ამ დროს ადამიანს აქვს  დადებითი ემოციები, უადვილდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, არ გრძნობს დაღლილობას და აქვს ხილვები.
ამ თითქოსდა ,,დადებითი’’ თვისებების გარდა, მას დამანგრეველი მოქმედება ახასიათებს,
 რომელიც ვლინდება როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ და სოციალურ ჭრილში, პიროვნება
დეგრადირდება. მისი ხშირი გამოყენება იწვევეს უამრავ დაავადებას და, უკიდურეს შემთხვევაში,
ფატალური შედეგიც ახასიათებს.  
,,აკრძალული ხილით’’ დაინტერესება უმთავრესად გარდატეხის ასაკში ხდება, რადგან ამ დროს მოზარდი ,,ფერად სამყაროს’’ სწყდება და იძულებულია, ,,შავ-თეთრ რეალობას’’ თვალი გაუსწოროს, ეს რთული პროცესია, მისი გადალახვა უძნელდებათ და ამიტომ ირეალურ სამყაროში არჩევენ ყოფნას.
განვიხილოთ ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,მოგზაურობა აფრიკაში’’ მოვლენები ქუჩაში ვითარდება, სადაც მძიმე ცხოვრების გაუვნებელყოფასა და მწარე რეალობისგან გაქცევას უპატრონო მოზარდები  ,,წებოს’’ საშუალებით ცდილობენ, ეს მათი ყოველდღიური ,,საქმიანობაა’’. სწორედ ამ ნაწარმოების მიხედვით გადაიღო ფილმი ,,გაღმა ნაპირი’’ რეჟისორმა გ. ივაშვილმა. ასევე აღსანიშნავია კინოფილმი ,,გასეირნება ყარაბაღში’’, რომელიც 90-იანი წლების თბილისელ ბიჭებზე მოგვითხრობს, მათ მავნე გატაცების, ნარკოტიკის    მოპოვების სურვილი  არასასურველ სიტუაციაში აყენებთ.
თუმცა  მხოლოდ მძიმე სოციალური პირობები და ომი არ განაპირობებს ნარკოტიკისკენ მიდრეკილებას. ადამიანს, რომელიც ამქვეყნიურ ,,სამოთხეში’’ ცხოვრობს და უზრუნველყოფილია ყველაფრით რაც სურს, რატომ უნდა იზიდავდეს ,,თეთრი სიკვდილი’’? ვიტნი ჰიუსტონმა, ემი ვაინჰაუსმა  და უამრავმა მსოფლიო ვარსკვლავმა სიცოცხლე ხომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, ,,ფერად სამყაროში’’,  დაასრულა! ამრიგად, ნარკოტიკებისკენ ლტოლვა ყველანაირ სოციალურ გარემოში მცხოვრებ ადამიანს ახასიათებს.ნარკოტიკის  საშუალებით რეალურად  ადამიანი არსებობს, მაგრამ არ ცხოვრობს.    
,,საუკუნის ჭირის’’ მოშორება მარტივად და მოკლე ხანში ვერ მოხერხდება, თუმცა, მინდა მოგიწოდოთ: თუ თითოეული ჩვენგანი ზნეობრივად მივუდგებით ამ საკითხს და გავითავისებთ,რომ ეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ მომავალი თაობისთვისაც დამღუპველია, რადგან ძირს უთხრის ჯანსაღ ცხოვრებას და ამკვიდრებს სამუდამო წყვდიადს, მაშინ ერთობლივი ძალებით მის დამარცხებას მოვახერხებთ.  
გახსოვდეთ, ეს თვითმკვლელობაა! ეს არის დამღუპველი იარაღი  თქვენი აწმყოსი და მომავლისა! უთხარით არა ნარკოტიკს!


სალომე კალანდაძე - X კალსის მოსწავლე

სსიპ ქალაქ თბილისის #94 საჯარო სკოლა

Wednesday, March 12, 2014

ინფორმაცია პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრირებულთათვის

     პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაციის მსურველებს შევახსენებთ, რომ 2010 წელს პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით დაძლეული ნაწილის ქულა ინახება 2014 წლის ჩათვლით              

Tuesday, March 4, 2014

2014 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

     2014 წლის ერთიანი ეროვნული, პედაგოგთა სასერტიფიკაციო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 21 მარტის 18:00 საათამდე გასტანს.
რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს ან ეწვიეთ ვებგვერდსonline.naec.ge
იქვე იხილავთ რეგისტრაციის პროცესისათვის საჭირო ინფორმაციას და დეტალურ ინსტრუქციას 


ცნობარი აბიტურიენტთათვის*

ცნობარი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდისათვის

   *სახელმწიფო წელსაც დააფინანსებს ბაკალავრიატის გარკვეულ მიმართულებებს (შესაბამის პროგრამებზე ჩარიცხულები ისწავლიან უფასოდ). სასწავლებლების და მიმართულებების (პროგრამების) ნუსხა გამოქვეყნდება დამტკიცებისთანავე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა(www.mes.gov.ge) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (www.naec.ge) ვებგვერდებზე.

Friday, February 28, 2014

საჯარო სკოლის დირექტორების მორიგი სერტიფიცირება

   საჯარო სკოლების დირექტორთა მორიგი სერტიფიცირების პროცესი იწყება. ამ თემაზე დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ბრიფინგი გამართა. კანდიდატთა  რეგისტრაცია მიმდინარე წლის 4 მარტს დაიწყება და 16 მარტს დასრულდება.
კონკურსში მონაწილეობის საშუალება ნებისმიერ მსურველს აქვს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მათ შორის, იმ პირებსაც,  რომლებმაც წინა სერტიფიცირების პროცესი წარუმატებლად დაასრულეს.
     სერტიფიცირების მიზანია კონკურსანტის პროფესიული კომპეტენციებისა და უნარების შეფასება. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება - ტესტირება და გასაუბრება.   ტესტირება   29-30 მარტს, ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
დაინტერესებულ პირებს, რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ 4 მარტიდან ვებგვერდზე http://directors.mes.gov.ge/.
საგამოცდო ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება. შეფასება ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე მოხდება.
     სერტიფიცირებულ დირექტორებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ დირექტორების შესარჩევ კონკურსში. სერტიფიცირების პროცესისა და დირექტორების შესარჩევი კონკურსის დასრულებამდე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

Sunday, February 23, 2014

ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციის ვადა იწურება

        გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 10 თებერვლის N170 ბრძანებით განისაზღვრა ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაციის ვადა - 2014 წლის 14 თებერვლიდან 2014 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, ხოლო ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების ვადად განისაზღვრა  2014  წლის 6 მარტიდან 2014 წლის 21 მარტის ჩათვლით.
 დამატებით გაცნობებთ, რომ პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს შესაბამისი გამოცდა თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.
ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია  2014 წლის 14 თებერვლიდან 2014 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, სათანადო საბუთებთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადება რესურსცენტრში წარადგინოს შემდეგი წესის დაცვით:
ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება სწავლობს სკოლაში – განცხადება შეიტანება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება შეიტანება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.
ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მიზნით რესურსცენტრს უნდა წარედგინოს:
ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მიეთითება:
ა.ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი);
ა.ბ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;
ა.გ) ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
ა.დ) უცხო ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
ა.ე) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა დადებითი შედეგების გამოყენება სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
ა.ვ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი/საგნები, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს. იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;     
დ) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.
ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით და მას ატარებს ის სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე ან პირს სურს რომ გააგრძელოს სწავლა.
მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება)  ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით.
პირი, რომელიც ექსტერნატის ფორმით წარმატებით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, ვალდებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის N48 ბრძანების შესაბამისად, დარეგისტრირდეს და წარმატებით ჩააბაროს სკოლის გამოსაშვები გამოცდები.
ამასთან გაცნობებთ, რომ პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა.

Monday, February 17, 2014

გამოცდებისათვის ინტერნეტით რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია


          ერთიანი ეროვნული, პედაგოგთა სასერტიფიკაციო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწარმოებს 20 თებერვლიდან 21 მარტის 18:00 საათამდე.
          რეგისტრაციას აპლიკანტები მხოლოდ ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.ge; online.naec.ge), იქვე იხილავთ ინსტრუქციას და დეტალურ ინფორმაციას.

Wednesday, February 12, 2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება


         გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 10 თებერვლის N170 ბრძანებით განისაზღვრა ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაციის ვადა - 2014 წლის 14 თებერვლიდან 2014 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, ხოლო ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების ვადად განისაზღვრა  2014  წლის 6 მარტიდან 2014 წლის 21 მარტის ჩათვლით.
  დამატებით გაცნობებთ, რომ პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს შესაბამისი გამოცდა თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.
ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია  2014 წლის 14 თებერვლიდან 2014 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, სათანადო საბუთებთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადება რესურსცენტრში წარადგინოს შემდეგი წესის დაცვით:
ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება სწავლობს სკოლაში – განცხადება შეიტანება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება შეიტანება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.
ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მიზნით რესურსცენტრს უნდა წარედგინოს:
ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მიეთითება:
ა.ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი);
ა.ბ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;
ა.გ) ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
ა.დ) უცხო ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
ა.ე) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა დადებითი შედეგების გამოყენება სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
ა.ვ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი/საგნები, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს. იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;     
დ) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.
ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით და მას ატარებს ის სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე ან პირს სურს რომ გააგრძელოს სწავლა.
მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება)  ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით.
პირი, რომელიც ექსტერნატის ფორმით წარმატებით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, ვალდებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის N48 ბრძანების შესაბამისად, დარეგისტრირდეს და წარმატებით ჩააბაროს სკოლის გამოსაშვები გამოცდები.
ამასთან გაცნობებთ, რომ პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა.

ბრძანება ექსტერნატთან დაკავშირებით

Friday, January 31, 2014

2014 წლის საგამოცდო კრებულები

სსიპ - "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის" მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული 2014 წლის საგამოცდო კრებულები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ". სსიპ - "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი" ვებ-გვერდის მომხმარებელს/ვიზიტორს აძლევს უფლებას იხილოს და ჩამოტვირთოს აღნიშნული კრებულები, რომლებსაც მხოლოდ საინფორმაციო დანიშნულება აქვს. დაუშვებელია ტექსტში რაიმე ცვლილების შეტანა, რეპროდუქცია, თარგმნა და სხვა საშუალებებით გავრცელება (როგორც ბეჭდვითი, ასევე ელექტრონული ფორმით) სსიპ - " შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის" ნებართვის გარეშე. იკრძალება საგამოცდო კრებულების გამოყენება კომერციული მიზნებისათვის.

აბიტურიენტთა საგამოცდო კრებულები

ქართული ენა და ლიტერატურა (სავალდებულო გამოცდა)

ლიტერატურა (არჩევითი გამოცდა)

მათემატიკა (ქართულად)


მათემატიკა (რუსულად)


ზოგადი უნარები (ქართულად)


ზოგადი უნარები (რუსულად)


ზოგადი უნარები (სომხურად)


ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულად)


ისტორია (ქართულად)

ისტორია (რუსულად)


გეოგრაფია (ქართულად)

გეოგრაფია (რუსულად)

ბიოლოგია (ქართულად)


ბიოლოგია (რუსულად)


ქიმია (ქართულად)


ქიმია (რუსულად)


ფიზიკა (ქართულად)

ფიზიკა (რუსულად)

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ინგლისური ენა

მოსმენის დავალების ნიმუში

გერმანული ენა

მოსმენის დავალების ნიმუში

ფრანგული ენა

მოსმენის დავალების ნიმუში

რუსული ენა

მოსმენის დავალების ნიმუში

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი

საერთო სამაგისტრო გამოცდა


საერთო სამაგისტრო გამოცდა

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის საგამოცდო კრებულები

პროფესიული უნარები
დაწყებითი საფეხურის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ქართული ენა და ლიტერატურა

მათემატიკა

ისტორია

სამოქალაქო განათლება

გეოგრაფია

ბიოლოგია

ქიმია

ფიზიკა

ინგლისური ენა

ინგლისური ენა (აუდიო ფაილი)

გერმანული ენა

გერმანული ენა (აუდიო ფაილი)

ფრანგული ენა

ფრანგული ენა (აუდიო ფაილი)

რუსული ენა

რუსული ენა (აუდიო ფაილი)


საერთაშორისო კვლევები და შეფასება
წიგნიერება PIRLS - 2006 (ანგარიში)

წიგნიერება PIRLS - 2011  (ანგარიში)TIMSS 2007 მათემატიკა (ანგარიში)

TIMSS 2007 საბუნებისმეტყველო საგნები (ანგარიში)

TIMSS 2011 მათემატიკა (ანგარიში)

TIMSS 2011 საბუნებისმეტყველო (ანგარიში) (იხილეთ TIMSS 2011 საბუნებისმეტყველო ანგარიშის მოკლე ვარიანტი) - ვრცელ ვარიანტს შემოგთავაზებთ უახოლოეს პერიდოში

სხვა გამოცემები

ვსწავლობთ ტექსტის გააზრებას (დაწყებითი კლასები)

Monday, December 2, 2013

მასწავლებელთა სერტიფიცირების წესი შეიცვლება


პედაგოგები 2014 წლის მეორე ნახევრიდან, სავარაუდოდ, ახალი სქემის მიხდევით შეფასდებიან და კატეგორიები მიენიჭებათ; აღარ ჩატარდება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებიც, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პროექტისსაქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვისფარგლებში განაცხადა. მისი თქმით, უწყება უკვე მუშაობს ახალ სქემაზე, რომელშიც ყველა პედაგოგი, მათ შორის, სერტიფიცირებული მასწავლებლებიც ჩაერთვებიან. პედაგოგები საგანმანათლებლო პროცესის მსვლელობისას პრაქტიკული ნაწილით და ასევე ტესტებით შეფასდებიან. სანიკიძის განმარტებით, იქნება გამიჯნული ოთხი კატეგორია, ამასთან, მასწავლებელს მუდმივად ექნება შანსი, რომ კატეგორიიდან კატეგორიაში გადავიდეს. განათლების მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სქემის განსახორციელებლად საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება, რადგან ამ ეტაპზე კანონში აღნიშნულია, რომ 2015 წლამდე საქართველოს ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებული უნდა იყოს, რაც შეუძლებელია, რადგან ამ დროისთვის პედაგოგთა მხოლოდ მცირე ნაწილი არის სერტიფიცირებული. სანიკიძის თქმით, ახალი სქემის განხორციელება სერტიფიცირებულ მასწავლებელთა ხელფასებზე უარყოფითად არ აისახება.

Followers