Thursday, September 23, 2010

დამტკიცდა მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის წესი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა ”მასწავლებლობის მაძიებლის რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი”.

2008-2010 წლებში განხორციელებული მაძიებლობის საპილოტე პროექტის საფუძველზე, 2010 წელს იწყება მასწავლებლობის მაძიებელთა სახელმწიფო პროგრამა. მინისტრის ბრძანების თანახმად, მაძებლობის მიზანია, მასწავლებლობის მაძებლის პროფესიული ცოდნის გაღრმავება, პედაგოგიური უნარ-ჩვევების შეძენა ან/და განვითარება და სასკოლო გარემოსთან ადაპტაცია. მაძიებლობის ერთწლიანი პერიოდის წარმატებით გავლა მასწავლებლობის უფლების მოპოვების წინაპირობაა.

”მასწავლებლობის მაძიებლის რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი”.

Tuesday, September 7, 2010

ეროვნული სასწავლო გეგმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის 2009-2010 სასწავლო წელი (სრული ვერსია)

Monday, September 6, 2010

მოსწავლის კოდექსი

მოსწავლის ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ




,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 26–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,შ1ი" ქვეპუნქტის, 281–ე მუხლის მე–2 პუნქტის ,,ლ1" ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის #37 დადგენილებისთდამტკიცებული დებულების მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის ,,პ।ი" ქვეპუნქტისა და მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის ,,მ" ქვეპუნქტის საფუძველზე.




ვბრძანებ:


  1. დამტკიცდეს მოსწავლის ქცევის კოდექსი დანართის შესაბამისად।
  2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე।




დიმიტრი შაშკინი


დანართი


მოსწავლის ქცევის კოდექსი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების საგანი

  1. მოსწავლის ქცევის კოდექსი (შემდგომში, ,,ქცევის კოდექსი") არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს,რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე, სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს।
  2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას।
  3. სკოლა ვალდებულია, ყველა მასწავლებეს, მოსწავლესა და მშობელს გააცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსი।
  4. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს।


მუხლი 2. ქცევის კოდექსის მიზანი

  1. ქცევის კოდექსის მიზანია, დანერგოს მოსწავლის ერთიანი წესები।
  2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.

მუხლი 3. რეგულირების სფერო

  1. ქცევის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე।
  2. სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლაში დასაქმებული სხვა პირები და მშობლები ხელს უწყობენ მოსწავლეს ქცევის კოდექსის დაცვაში।

თავი II. მოსწავლის ქცევის წესები

მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან
დამოკიდებულება


  1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხოფას.
  2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს।


მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება

მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.


მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი
მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.


მუხლი7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს

  1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე।
  2. გაკვეტილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები।
  3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე।
  4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით।
  5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას।
  6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრს და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღბს თავისად।
  7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას।
  8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე।
  9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას।
  10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები

მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:
  • თამბაქოს ნაწარმი;
  • ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;
  • სანთებელა ან ასანთი;
  • ალკოჰოლური საშუალებები;
  • ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
  • ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;
  • აზარტული თამაშების საშუალებები;
  • უხამსობის ამსახველი ნივთები;
  • ნარკოტიკული საშუალებები;
  • ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები।
  • ფსიქოტროპული შაშუალებები,ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე।


მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის

მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით।




განმარტებითი ბარათი

,,მოსწავლის ეთიკის კოდექსის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების პროექტთან დაკავშირებით წინამდებარე ბრძანების პროექტი მიზნად ისახავს სწავლისათვის ისეთ გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და შესაბამისი ღირებულებების ჩამოყალიბებებს। პროექტი ადგენს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლითაც იგი ხელმძღვანელობს მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან, სკოლის დირექტორთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობაში।
პროექტის თანახმად, ეთიკის კოდექსი შედგება შემდეგი ძირითადი ნაწილებისაგან:
  1. მოსწავლეებთან, მასწავლებელებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობა;
  2. მოსწავლის ქცევა სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს।
პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზომებს ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში। კერძოდ, მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისწიპლინურ პასუხისმგებლობას ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით।
პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას।
პროექტის ავტორია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი।
პროექტის ინიციატორი და წარმდგენი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

მასწავლებლის კოდექსი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება #57/ნ
2010 წლის 14 ივლისი ქ, თბილისი

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების
შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 26–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,შ1დ" ქვეპუნქტის , ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის # 37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის ,,პ।ი" ქვეპუნქტისა და მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის ,,მ" ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
  1. დამტკიცდეს თანდართული მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი।
  2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ। შაშკინი
მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი

თავიI. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ცნება და მიზანი
  1. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი (შემდგომში ,,ეთიკის კოდექსი") ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება।
  2. ეთიკის კოდექსის მიზანია მასწავლებლის სავალდებულო პროფესიული ქცევის ერთიანი წესების დამკვიდრება।
  3. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს ეთიკის კოდექსს।

მუხლი 2. რეგულირების სფერო
ეთიკის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მასწავლებლებზე, რომლებიც ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში।

თავიII।ეთიკის კოდექსის სტრუქტურა
მუხლი 3.პროფესიული კომპეტენტურობა

  1. მასწავლებელი, პროფესიული ვალდებულების შესრულებისას, დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია.
  2. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით।
  3. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას।
  4. მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს.
  5. მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენი წესით।
  6. მასწავლებელი, თავისი საქმიანობისას, ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად।
  7. მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით.
  8. მასწავლებელი ეფექტურად იყენებს პედაგოგიური საქმიანობისათვის განკუთვნილ დროს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევათ।
  9. მასწავლებელი უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს სკოლის რესურსებს।
  10. მასწავლებელი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის।
  11. მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე।
მუხლი 4. მოსწავლეებთან ურთიერთობა
  1. მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და, მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში।
  2. მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას।
  3. მასწავლებელი არ უწევს საკუთარ მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა।
  4. მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტვაციებში, ისმენს მოსწავლეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს।
  5. მასწავლებელი, სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე।
  6. მასწავლებელი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებაში।
  7. მასწავლებელი, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს।
  8. მასწავლებელი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად।
  9. მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ (გარდა იმ სკოლების მასწავლებლებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) და პოლიტიკურ პროპაგანდას।
  10. მასწავლებელი არ იყენებს მოსწავლის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის।
  11. მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას ყველა მოსწავლის მიმართ, განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად।
მუხლი 5. მშობლებთან ურთიერთობა
  1. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და, საჭიროების შემთხვევაში, აწყობს მასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და თავაზიანია მასთან ურთიერთობისას।
  2. ყოველი სასწავლო ტრიმესტრის დასაწყისში მასწავლებელი განმარტებებს აძლევს მშობლებს სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ।
  3. მასწავლებელი მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, მშობელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ।
  4. მასწავლებელს, თუ ის კლასის დამრიგებელია, აქვს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რათა, საჭიროების შემთხვევაში, დროულად შეძლოს მშობელთან დაკავშირება.
  5. მასწავლებელი ატყობინებს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელს უწყობს მის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ წარმოებაში।
  6. მასწავლებელი დაუყონებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას, თუ მოსწავლე არ გამოცხადდასკოლაში, ან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა।
მუხლი 6 . სკოლის დირექციასთან, მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთირთობა
  1. მასწავლებელი თანაბარი პატივისცებით ეპყრობა სკოლის დირექციას , მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა।
  2. მასწავლებელი უზიარებს შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს და თანამშრომლობს მათთან।
  3. მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის მანდატურთან და ითვალისწინებს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას।
  4. მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის დირექციასთან და თავისი წვლილი შეაქვს სკოლის განვითარებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში।
თავი III। ეთიკის კოდექსის დარღვევა
მუხლი 7. პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევაზე
მასწავლებლის მიერ ეთიკის კოდექსის უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.

ეროვნული სასწავლო გეგმა 2010–2011სასწავლო წლისათვის

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი წარმოგიდგენთ ეროვნულ სასწავლო გეგმას 2010-2011 წლისათვის.

თავი I - შესავალი

თავი II - საათობრივი ბადე

თავი III - საგნობრივი პროგრამები

Followers