Tuesday, January 29, 2013

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №04/ნ
2013 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
                ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
      მუხლი 1
                ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანების (სსმ, 122, 24/10/2005, სარეგისტრაციო კოდი: 270.090.000.22.022.007.808):
1. პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქცია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ინსტრუქცია საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ
       მუხლი 1. სქემის დახასიათება
საჯარო სკოლის პედაგოგთა შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს მასწავლებლების ხელფასების და
ხელფასებზე დანამატების გაანგარიშების (მინიმალური ზღვარი) პრინციპებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა) პედაგოგის განათლება და კვალიფიკაცია;
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა (სამუშაო
სტაჟი);
გ) სამუშაოს სპეციფიკა:
გ.ა) სამუშაო დატვირთვა მოსწავლეების რაოდენობის მიუხედავად;
გ.ბ) კლასკომპლექტი (ორ ან ორზე მეტ გაერთიანებულ კლასთან ერთი მასწავლებლის მუშაობა);
გ.გ) არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და
საქართველოს გეოგრაფიის სწავლება;
გ.დ) კლასის დამრიგებლობა;
გ.ე) სამუშაო დატვირთვა სამუშაო საათების მიხედვით.
       მუხლი 2. პედაგოგის განათლება და კვალიფიკაცია
1. შრომის ანაზღაურების სქემის მიხედვით განსაზღვრულია პედაგოგთა განათლებისა და კვალიფიკაციის
ხუთი საფეხური:
ა) სრული ზოგადი განათლება;
ბ) პროფესიული განათლება;
გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
http://www.matsne.gov.ge 27009000022022016524
დ) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 5-წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი, 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება და 5-წლიანი დაუსწრებელი პედაგოგიური საგანმანათლებლო პროგრამის შედეგად გაცემული დიპლომი;
ე) დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი (მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი).
2. თითოეულ საფეხურს მინიჭებული აქვს კოეფიციენტი, რომელიც საბაზო ხელფასზე (,,ა”) გადამრავლებით განსაზღვრავს პედაგოგის ხელფასს ქვემოთ მოყვანილი ფორმულის (,,ბ”) მიხედვით:
ა) საბაზო ხელფასი უტოლდება 305 ლარს;
ბ) Sal(m) = Sal(b)*Ed(c) + Sal(b)*Ed(c)*WS(c) + Sal(b)*WE(c)*WS(c)
სადაც:
Sal(m) = გასაანგარიშებელი ერთი თვის სახელფასო განაკვეთი;
Sal(b)= ერთი თვის საბაზო ხელფასი (305 ლარი);
Ed(c) = პედაგოგის განათლების შესაბამისი კოეფიციენტი;
WS(c) = პედაგოგის სამუშაოს სპეციფიკის კოეფიციენტი (0.15 კლასში მოსწავლეთა ნებისმიერი რაოდენობისათვის);
WE(c )= პედაგოგის სამუშაო სტაჟის შესაბამისი კოეფიციენტი;
შენიშვნა: კლასკომპლექტით სწავლება არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებათა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები გამოიანგარიშება ცალკე მინიჭებული კოეფიციენტების საბაზო ხელფასზე გადამრავლებით. აღნიშნული დანამატები არ არის მოცემული ზემოთ მითითებულ ფორმულაში, ვინაიდან
ისინი არ არის დამოკიდებული პედაგოგთა ცენზზე და სამუშაო გამოცდილებაზე. აღნიშნული დანამატები მოცემულია წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 დანართში.
     მუხლი 3. სამუშაო სტაჟი
1. პედაგოგთა სამუშაო სტაჟი ითვალისწინებს პედაგოგიურ, სამეცნიერო, შემოქმედებით საქმიანობას საგანმანათლებლო დაწესებულებაში: 5 წლამდე, 5-დან 10 წლის ჩათვლით და 10 წლის ზემოთ. თითოეულ საფეხურს მინიჭებული აქვს შესაბამისი კოეფიციენტი, რომელიც პედაგოგთა განათლებისა და სამუშაო დატვირთვის კოეფიციენტებთან ერთობლიობაში განსაზღვრავს ხელფასის განაკვეთს.
2. 5 წლამდე მუშაობის გამოცდილების მქონე პედაგოგთა ხელფასები განსაზღვრულია წინამდებარე ინსტრუქციის 1-ლ დანართში, 5-დან 10 წლამდე − მე-2 დანართში, ხოლო 10 წლის ზევით − მე-3 დანართში.
      მუხლი 4. სამუშაოს სპეციფიკა
1. პედაგოგთა ხელფასზე დანამატი მოსწავლეების რაოდენობის მიუხედავად განისაზღვრება 0.15
კოეფიციენტით.
2. დანამატი, რომლებიც განსაზღვრულია კლასკომპლექტით სწავლებისათვის, არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებისათვის და კლასის დამრიგებლობისათვის ასევე განისაზღვრება კოეფიციენტებით. დანამატი კლასის
დამრიგებლობისათვის მოსწავლეთა რაოდენობის მიუხედავად განისაზღვრება 0.25 კოეფიციენტით.
3. კლასკომპლექტით, არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები არ არის დამოკიდებული პედაგოგთა ცენზზე და სამუშაო გამოცდილებაზე. აღნიშნული დანამატები მოცემულია წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 დანართში.
http://www.matsne.gov.ge 27009000022022016524

     მუხლი 5. ხელფასის გამოთვლა სამუშაო დატვირთვის მიხედვით
1. მასწავლებლის ხელფასი გამოითვლება მისი დატვირთვის საფუძველზე. არსებობს 3 ტიპის დატვირთვა:
ნაწილობრივი, სრული და სრულზე მეტი.
2. 1-ლ, მე-2 და მე-3 დანართებში მოცემულია სრული დატვირთვის მქონე მასწავლებლის ხელფასი. სრული დატვირთვა ნიშნავს 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18 საგაკვეთილო საათი კვირაში.
3. ნაწილობრივი დატვირთვის მქონე მასწავლებელი კვირაში მუშაობს 36-ზე ნაკლებ სამუშაო საათს, რომელთა შორის საგაკვეთილო საათები 18-ზე ნაკლებია. ნაწილობრივი დატვირთვის დროს მასწავლებელს პროპორციულად უმცირდება ხელფასი, დანამატები (გარდა სადამრიგებლო დანამატისა (მე-4 დანართის მიხედვით) და სერტიფიცირებული პედაგოგის დანამატისა) და საერთო სამუშაო საათების ოდენობა. მაგალითად: თუ მასწავლებელი ატარებს 10 საგაკვეთილო საათს, მაშინ მისი ხელფასი=სრული დატვირთვის ხელფასი (დანამატების ჩათვლით), შეფარდებული18*10 (საგაკვეთილო საათების ოდენობა), ხოლო მისი სამუშაო საათების საერთო რაოდენობა=10 (საგაკვეთილო საათების ოდენობა)*2-ზე.
4. სრულზე მეტი დატვირთვა აქვს მასწავლებელს, რომელიც სკოლაში მუშაობს 40 სამუშაო საათს და მათ შორის ატარებს კვირაში 19 ან მეტ საგაკვეთილო საათს. 19-დან 26 საგაკვეთილო საათამდე ჩატარებისას მასწავლებელს სრული განაკვეთის ხელფასზე ეძლევა დანამატი ყოველ შემდგომ საათზე 5 ლარის ოდენობით.
5. სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის მოადგილესა და ბუღალტერს, რომელიც არის სერტიფიცირებული პედაგოგი და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დანამატი მიეცემა ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
6. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასი მასწავლებელს ეძლევა არა მხოლოდ საგაკვეთილო საათების ჩატარებისთვის (სრული დატვირთვის მასწავლებელს 36-საათიანი სამუშაო კვირისთვის), ეს არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი სამუშაო საათებში (საგაკვეთილო საათების გარდა) აუცილებლად იმყოფებოდეს სკოლაში. მასწავლებელს უფლება აქვს საერთო სამუშაო (პედაგოგის განათლების დონის ამაღლება, მოსწავლეებთან
ინდივიდუალური მუშაობა, სასწავლო მასალის მომზადება და სხვა) შეასრულოს სახლში. თუ სკოლის ადმინისტრაცია თვლის, რომ მასწავლებელი ვერ აღწევს სასურველ შედეგებს სწავლებისას, დირექცია უფლებამოსილია მასწავლებელს მოსთხოვოს არასაგაკვეთილო საათების პერიოდში სკოლაში მუშაობა სწავლების შედეგების გაუმჯობესებამდე.
მუხლი 6. სერტიფიცირებული პედაგოგის დანამატი
1. პედაგოგს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდას და ასწავლის
შესაბამის საგანს, სრული ან სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში მიეცემა პედაგოგთა ხელფასზე
დანამატი ყოველთვიურად 75 ლარის ოდენობით.
2. სერტიფიცირებულ პედაგოგს მიეცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატი იმ
შემთხვევაშიც, თუ:
ა) სკოლაში შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია სრული დატვირთვისათვის საჭირო
საათების რაოდენობაზე;
ბ) სკოლაში არსებული შესაბამისი საგაკვეთილო საათების სერტიფიცირებული პედაგოგისათვის სრულ ოდენობამდე განაწილების შედეგად დარჩა სრულ განაკვეთზე ნაკლები საგაკვეთილო საათი;
გ) დაწყებითი საფეხურის პედაგოგის დატვირთვა შეადგენს კვირაში 13 საათს;
დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების პედაგოგი ჩააბარებს სასერტიფიკაციო გამოცდას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ერთ-ერთ საგანში (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა), ასწავლის შესაბამის საგანს და მისი დატვირთვა შეადგენს კვირაში 15 და მეტ საგაკვეთილო საათს.
ე) რამდენიმე საგანში სერტიფიცირებული პედაგოგის ჯამური დატვირთვა შეადგენს სერტიფიცირებულ საგნებში 18 და მეტ საგაკვეთილო საათს კვირაში.
3. სერტიფიცირებულ პედაგოგს, რომელიც წერილობით უარს იტყვის სრულ დატვირთვაზე, არ მიეცემა ამ
http://www.matsne.gov.ge 27009000022022016524
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატი.
4. პედაგოგს, რომელსაც ეძლევა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატი და აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დანამატთან ერთად მიეცემა პედაგოგთა ხელფასზე დანამატი ყოველთვიურად 125 ლარის ოდენობით.
5. პედაგოგს, რომელსაც ეძლევა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატი, აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, ხელფასი უნდა შეევსოს 1000 ლარამდე, ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ხელფასისა და ხელფასზე დანამატის გათვალისწინებით.
მუხლი 7. საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების
      დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პედაგოგის დანამატი
პედაგოგს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტულ ნაწილს, მიეცემა პედაგოგთა ხელფასზე დანამატი ყოველთვიურად 75 ლარის ოდენობით.
მუხლი 8. პედაგოგის ხელფასის გაანგარიშების მაგალითი
1. გამოვითვალოთ სრული დატვირთვის მქონე პედაგოგის ხელფასი, რომელსაც გააჩნია:
ა) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი
პედაგოგიური განათლება;
ბ) 10-წლიანი სამუშაო სტაჟი;
გ) ამოღებულია.
2. ამავდროულად იგი ასწავლის საქართველოს ისტორიას არაქართულენოვან სკოლაში და დამრიგებლობს 30 მოსწავლეს.
3. მითითებული პედაგოგის ხელფასის გაანგარიშების უმარტივესი გზაა:
ა) განვიხილოთ დანართი №2, სადაც მოცემულია 5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგების ხელფასები (ჩვენს შემთხვევაში პედაგოგის ხელფასი შეადგენს 408,70 ლარს);
ბ) განვიხილოთ დანართი №4, სადაც მოცემულია სწავლება კლასკომპლექტით არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს
30,5+76,25=106,75 ლარს);
გ) შევკრიბოთ ამ პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (408,7 +106,75=515,45 ლარი), ანუ პედაგოგის ერთი თვის ხელფასი შეადგენს 515,45 ლარს.
4. აღნიშნული პედაგოგის ხელფასის გამოთვლა ასევე შეიძლება ზემოთ მოყვანილი ფორმულის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში უნდა დავეყრდნოთ შესაბამის დანართებში მოცემულ კოეფიციენტებს და შევასრულოთ მარტივი არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ, ჩვენს შემთხვევაში:
ა) 305*1,1+305*1,1*0,15+305*0,5*0,15=408,7 ლარი (დანართი №2);
ბ) 305*0,1+305*0,25=106,75 ლარი (დანართი №4);
გ) შევკრიბოთ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები 408,7+106,75=515,45 ლარი.
მუხლი 9. გარდამავალი დებულებები
http://www.matsne.gov.ge 27009000022022016524
2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატი ასევე მიეცემა სერტიფიცირებულ პედაგოგს (გარდა დაწყებითი საფეხურის პედაგოგისა), რომლის სამუშაო დატვირთვა კვირაში შეადგენს 15-17 საათს.“.
2. მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართი №1, დანართი №2, დანართი №3 და დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
       

Monday, January 28, 2013

საატესტატო გამოცდები 2013




            საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2012-2013 სასწავლო წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები  4+4 მოდელით, ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი 2013 წლის 15 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით  გაიმართება, მეორე  ეტაპი - 2013 წლის 20 მაისიდან  29  მაისის ჩათვლით.

              კონკრეტულ საგანში გამოცდის ფორმის არჩევის და  საგამოცდო განრიგის  საკითხების შესახებ გადაწყვეტილებას თავად    სკოლა იღებს.
     გამოცდის ჩაბარების უფლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისდამამთავრებელი  კლასის მოსწავლეებს და იმ პირებს აქვთ, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის                           
მიუხედავად, შესაბამის წელს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს.
            პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად  ვერ/არ ჩააბარა გამოცდები,  მხოლოდ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრირდება, რომელშიც  სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლია. ასეთ პირს უფლება აქვს პირველ ეტაპზე ყველა (8) დამამთავრებელი გამოცდა ჩააბაროს.
             მოსწავლეებისა და ექსტერნების ინფორმირებასა და გამოცდებზე რეგისტრაციას    სკოლა უზრუნველყოფს.

Friday, January 25, 2013

2013 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა

მილოცვა

            საქართველოში განათლების რეფორმის ერთ-ერთ მთავარ მიზანს მასწავლებელთა პროფესიული განვითარება წარმოადგენს. დასახული მიზნის მისაღწევად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მრავალ პროექტსა და პროგრამას ახორციელებს. მათ შორის უმნიშვნელოვანესია კოორდინაცია, რომელსაც ცენტრი უწევს სხვადასხვა საფეხურისა და საგნის პედაგოგებს მიზნობრივი ტრენინგების ჩატარებისას, ამ მიზნით მასწავლებლის პროფესიული განვითარების სახლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობით წარმატებას მიაღწია ჩვენი სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნარგიზ ქილიფთარმა.
             მისაბაძი და დასაფასებელია ქალბატონი ნარგიზის სწრაფვა მუდმივად ინოვაციური სიახლეების ძიების თვალსაზრისით.
              სკოლის კოლექტივი გულითადად ულოცავს ქალბატონ ნარგიზს წარმატებებს და უსურვებს შემდგომ წინსვლას.

Thursday, January 24, 2013

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესი უფრო მოქნილი გახადა


2013 წლის გამოცდებზე რეგისტრაციისას აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ რამდენიმე თვის განმავლობაში ცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები (ფაკულტეტები), მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა. 

ცვლილებების განხორციელების საშუალება აბიტურიენტებს გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგაც ექნებათ. პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება. ასეთი სისტემა აბიტურიენტს გაცილებით რეალისტური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის მისცემს. 

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, რომლის ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი თვით განისაზღვრება, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, რომელსაც ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეცვლის. 

2013 წელს აბიტურიენტებს შეეძლებათ განაცხადში მიუთითონ ყველა პროგრამა, რომელზეც მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება - ასარჩევი პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ იქნება. ასეთი ცვლილება მეორადი ჩარიცხვების საჭიროებას მოხსნის. 

მოიხსნება შეზღუდვები გრანტის განაწილების დროს იმ პრორამებზე, სადაც მხოლოდ 100%-იანი დაფინანება მოქმედებდა. წელს, ყველა პროგრამა თანაბარ პირობებში ჩადგება და შესაძლებელი იქნება 70%-იანი და 50%-იანი დაფინანსების მოპოვებაც. 30%-გრანტი 2013 წლიდან გაუქმდება.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 11 თებერვალს დაიწყება და ერთ თვეს გასტანს. რეგისტრაცია იწარმოებს პროფესიული უნარებისა და საგნობრივი გამოცდისათვის. 

უცხოური ენისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდისათვის რეგისტრაცია მას მერე გამოცხადდება, რაც დადგინდება ამ გამოცდის წონა და შედეგზე მიბმული დაფინანსების ოდენობა. 

წელს, მაგისტრანტები ერთსა და იმავე საგამოცდო ტესტს აღარ ჩააბარებენ. მათთვის მიმართულებების მიხედვით მუშავდება სხვადასხვა ტიპის ტესტური დავალებები.

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია მარტის დასაწყისში, აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესთან ერთად დაიწყება.

2013 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულად, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) იწარმოებს.




Monday, January 21, 2013

2013 წლის საგამოცდო კრებულები


სსიპ - ,,გამოცდების ეროვნული ცენტრის" მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული 2013 წლის საგამოცდო კრებულები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"". სსიპ - ,,გამოცდების ეროვნული ცენტრი"" ვებ-გვერდის მომხმარებელს/ვიზიტორს აძლევს უფლებას იხილოს და ჩამოტვირთოს აღნიშნული კრებულები, რომლებსაც მხოლოდ საიფორმაციო დანიშნულება აქვს. დაუშვებელია ტექსტში რაიმე ცვლილების შეტანა, რეპროდუქცია, თარგმნა და სხვა საშუალებებით გავრცელება (როგორც ბეჭდვითი, ასევე ელექტრონული ფორმით) სსიპ - ,,გამოცდების ეროვნული ცენტრის"" ნებართვის გარეშე. იკრძალება საგამოცდო კრებულების გამოყენება კომერციული მიზნებისათვის. 

 აბიტურიენტთა საგამოცდო კრებულები





























Followers