Monday, December 2, 2013

მასწავლებელთა სერტიფიცირების წესი შეიცვლება


პედაგოგები 2014 წლის მეორე ნახევრიდან, სავარაუდოდ, ახალი სქემის მიხდევით შეფასდებიან და კატეგორიები მიენიჭებათ; აღარ ჩატარდება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებიც, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პროექტისსაქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვისფარგლებში განაცხადა. მისი თქმით, უწყება უკვე მუშაობს ახალ სქემაზე, რომელშიც ყველა პედაგოგი, მათ შორის, სერტიფიცირებული მასწავლებლებიც ჩაერთვებიან. პედაგოგები საგანმანათლებლო პროცესის მსვლელობისას პრაქტიკული ნაწილით და ასევე ტესტებით შეფასდებიან. სანიკიძის განმარტებით, იქნება გამიჯნული ოთხი კატეგორია, ამასთან, მასწავლებელს მუდმივად ექნება შანსი, რომ კატეგორიიდან კატეგორიაში გადავიდეს. განათლების მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სქემის განსახორციელებლად საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება, რადგან ამ ეტაპზე კანონში აღნიშნულია, რომ 2015 წლამდე საქართველოს ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებული უნდა იყოს, რაც შეუძლებელია, რადგან ამ დროისთვის პედაგოგთა მხოლოდ მცირე ნაწილი არის სერტიფიცირებული. სანიკიძის თქმით, ახალი სქემის განხორციელება სერტიფიცირებულ მასწავლებელთა ხელფასებზე უარყოფითად არ აისახება.

Followers